შუახევში საცალფეხო ხიდი კაპიტალური ხიდით ჩანაცვლდა

12 თებერვალი 2018, 00:00 2715 ნახვა

შუახევის ორი სოფელი - კლდისუბანი და ბესელაშვილები მაგისტრალს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდებიან. სოფლის მოსახლეობა ძველი, საცალფეხო ხიდით სარგებლობდა, სადაც სატრანსპორტო მიმოსვლა შეუძლებელი იყო. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით ხიდის მშენებლობისთვის 400 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

"ადგილობრივი მოსახლეობა გვწერდა სოციალურ ქსელებში და სიტყვა იქცა საქმედ, მივიღეთ ახალი ხიდი, რაც მისცემს საშუალებას ადგილობრივებს გადაადგილდნენ თავისუფლად, იმოძრავებს ავტოტრანსპორტიც. ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისითაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ პროექტს, აქ მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია,  მომავალში სამკურნალო წყლების მოწყობაცაა დაგეგმილი, ბევრი ტურისტი ამოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მთის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.  

ამავე კატეგორიაში