საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს

09 თებერვალი 2018, 00:00 1842 ნახვა

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარადგენს, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის წესების დამრღვევებს შეეხებათ.

შესაძლოა რეადმისიის წესით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, თავად მოუწიოთ საჯარიმო თანხის გადახდა. ცვლილებების აუცილებლობა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა.

გერმანიაა პირველ ადგილზე, ქვეყანა რომელსაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე სთხოვს თავშესაფარს. ისაუბრეს ორგანიზებული დანაშაულის გახშირებასა და ზოგადად სავიზო წესების დარღვევის შესახებ – ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ვიზალიბერალიზაციაზე.

ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგოს ქვეყანამ, პრევენციული ღონისძიებების გატარებას იწყებს სახელმწიფო. ნეგატიური სტატისტიკის ზრდის შემთხვევაში კი შესაძლოა შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი