პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორებს ხვდება. „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრები გაიმართა შეერთებული შტატების კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთანაც.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.