საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

05 თებერვალი 2018, 00:00 2636 ნახვა

,,საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები” - ეს განცხადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, ბრიუსელში გაკეთდა.

ევროკავშირი დადებითად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს, რომლებმაც განამტკიცა საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია. ამის გარდა ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ქართულ დელეგაციას ბრიუსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ევროკავშირი-საქართველო იყო გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესკონფერენციის მთავარი თემა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი