წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მწერლების და პოეტების ნაწარმოებები წაიკითხეს. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მესამე წელია ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაც შეუერთდა.