ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ელექტრონული მოწყობილობებისა და სამკაულების ქურდობაში ედებათ ბრალი. თურქული მედიის ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილები კამერებმა დააფიქსირეს, რამაც პოლიციას მათი აყვანის საშუალება მისცა.
მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საყოფაცხოვრებო და საოფისე ტექნიკა, მობილური ტელეფონები, დიდი რაოდენობით სამკაულები და ჭურჭელი. სასამართლომ მსჯავრდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და ისინი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.