ბათუმში, დღეს, 29 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი პირობები გაუარესდება, აცივდება და იწვიმებს. ქალაქში წვიმიანი და ცივი ამინდი 3 დღე გაგრძელდება, 2 თებერვალს კი მზე გამოვა და მთელი საქართვეოს მასშტაბით შედარებით დათბება.
წინასწარი პროგნოზით, თებერვლის დასაწყისი თბილი და უნალექო გველოდება.
ბათუმის მსგავსად, ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია მთელი აჭარის მასშტაბით. 1 თებერვლის დილამდე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლი.
პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ +5, +7 გრადუსი იქნება.