მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგი ტარდება ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში. გერმანელი ექსპერტები, მათ შორის სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, კოლეჯებისა და უნივერსიტეტის პროფესორები, მშენებლობის საკითხებზე საუბრობენ. სწავლების მიზანია ამ მიმართულებით უბედური შემთხვევების შემცირება. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და სერთიფიკატს მიიღებენ.