აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დღეს შუახევში განიხილავენ. პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება. საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გუშინ ხულოდან დაიწყო. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველ შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან უფლებამოსილებებსა და არჩევნების ჩატარების პრინციპზე გამახვილდა ყურადღება. მისივე განმარტებით, განხილვების შედეგად წამოჭრილი საკითხების ნაწილი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებში გათვალისწინებული იქნება.
საჯარო განხილვა გაიმართება ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. მუნიციპალიტეტების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 4 დღიანი შეხვედრებით ბათუმში დასრულდება.