აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებმაც 2017 წელს ქვეყნიდან კონტრაბანდული გზით 80 მილიონ დოლარზე მეტი, 5 მილიარდ რუბლზე მეტი და 248 ათას ევროზე მეტი თანხა გაიტანეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიები ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი დანაშაულებრივ ჯგუფში ერთ-ერთი წევრი საქართველოს, სამი აზერბაიჯანის და კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ისინი ე.წ. შავ ბაზარზე" ვალუტის ალტერნატიული რეალიზებით იყვნენ დაკავებულები. უწყების ცნობით, ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედება აღიკვეთა.