პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უზბეკეთში

20 იანვარი 2018, 00:00 2097 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია.  ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, მეჯლისისა და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარესთან გამართავს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება. პირველი შეხვედრა მან, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის წევრებთან გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. მათი შეფასებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დიდი პოტენციალი არსებობს. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაც. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები სატრანზიტო მიმართულების განვითარებაზე აქტიურად იმუშავებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი