დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს. 19 იანვარს, სახარების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი დღესასწაული აღინიშნება.
ტაძრებში წირვისა და წყლის კურთხევის შემდეგ, რომელსაც მორწმუნეები მთელი წელი ინახავენ, ტრადიციულად ნათლისღებას ბათუმში მრევლი ზღვაში განბანვით შეხვდა.
ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაული მრევლს, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა.