საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხელვაჩაურში დეპუტატებმა 10 საკითხი განიხილეს

18 იანვარი 2018, 00:00 3439 ნახვა

საკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე  ხელვაჩაურში დეპუტატებმა 10 საკითხი განიხილეს.  2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. გაზრდილი თანხით  სოფელ ვარშალომიძეებში გასართობი ცენტრი და ატრაქციონი მოეწყობა, სოფელ ჯიბინაურში  კი მინი სპორტული მოედანი.

სოფელ მასაურაში სამანქანე გზაზე ბეტონის საფარს დააგებენ.  მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მეორე ეტაპისთვის კი 147 ათას 690 ლარია გათვალისწინებული. დღესვე განისაზღვრა თანამდებობის პირების სახელფასო დანამატების საკითხი, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა. სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი