აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე კონსულტაციების დასრულებამდე მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და საზღვრის კვეთის ახალი რეგულაცია დროებით შეჩერებულია.
საკითხთან დაკავშირებით, გუშინ ზურაბ პატარაძე ართვინის გუბერნატორსა და სარფში შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა. კონსულტაციებში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. საკითხზე მსჯელობა საქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროსაც გაგრძელდება.