ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ოფიციალურად დაასრულა კარიერა. ამის შესახებ 37 წლის სპორტსმენის ძმამ რობერტო დე ასის მორეირამ განაცხადა.
"სავარაუდოდ, აგვისტოში რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რამდენიმე ღონისძიებას ჩავატარებთ ბრაზილიაში, ევროპასა და აზიაში, რა თქმა უნდა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად" - განაცხადა ფეხბურთელის ძმამ.
ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერაში ბოლო კლუბი ფლუმინენსე იყო, რომლის ფერებსაც თავდამსხმელი 2015 წელს იცავდა. მანამდე იგი ბარსელონას და მილანის სახელით გამოდიოდა.