განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში. ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.
პროკურატურა 8 თვეზე მეტია ითხოვდა ორივე ბრალდებულის აქციის ორგანიზების მუხლით გასამართლებას. ეს არის 225 მუხლი, რომელიც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.