სამომხმარებლო ფასები - ინფლაციის რეალური და საპროგნოზო მაჩვენებლები

08 იანვარი 2018, 00:00 2862 ნახვა

 ტრანსპორტის მომსახურების ფასების ზრდაზე საუბრობენ მძღოლები. ფასების ზრდა ასახულია საქ.სტატის დიაგრამებშიც. ფასი მომატებულია საწვავზე, სურსათზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ჯანდაცვაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსს თუ გადავხედავთ მხოლოდ ბათუმში, ბოლო 16 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ინდექსი ყველაზე მაღალი დეკემბერშია ხოლმე.

2017 წლის მიზნობრივი ინფლაცია 4 პროცენტით იყო განსაზღვრული, თუმცა რეალურმა მონაცემმა პროგნოზს ბევრად გადააჭარბა და 6.7 პროცენტი შეადგინა. პოზიტიურია მიმდინარე წლის პროგნოზი, ეროვნული ბანკის მიზანი 2018-2020 წლებში წლიური ინფლაციის 3 პროცენტამდე დაყვანაა. წლის დასაწყისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდა. კიდევ ერთი ცვლილება ამჯერად სატელეკომუნიკაციო კავშირს ეხება, მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ფასი გაზარდა კომპანია “მაგთიკომმა”.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში