დღეს საღამოს 9 საათიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი დაიკეტება, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
„ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 2 იანვრის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.