მშენებლობაზე დაშავებული კაცი რეანიმაციაში რჩება

28 დეკემბერი 2017, 00:00 2796 ნახვა

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კაცის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მედიკოსების განცხადებით, დაშავებული რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კომპანია ‘’ანაგის’’ წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიან კორპუსს აშენებენ განმარტავენ, რომ  უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სამუშაოების მწარმოებლის მერაბ ჩხირკვაძის ინფორმაციით, დაზარალებული მოწვეული ექსპერტი იყო, რომელიც  კონსტრუქციაზე ამწეს შესამოწმებლად ავიდა. თვითმხილველების განცხადებით, კაცს ფეხი დაუცურდა და დაახლოებით მეხუთე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი