ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე საქართველოში

28 ივნისი 2016, 00:00 3898 ნახვა

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში ფიქსირდება. ამის შესახებ ერთ-ერთი ამერიკული საინფორმაციო პორტალი წერს. კონკრეტულად გამოცემაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პირველი ადგილი უკავია სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის კუთხით. ,,ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება ძველი, დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მკვეთრი ზრდა, დაბინძურების დონის ტესტირების სისტემა კი ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს". გარდა ამისა გამოცემა განმარტავს, რომ ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების ვარგისიანობის შემოწმების სისტემა, რის შედეგადაც მანქანების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. ასევე შეჩერებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემოწმებაც" - აცხადებს გამოცემასთან ინტერვიუში ექსპერტი. საკითხს პრემიერ- მინისტრი შვეიცარიაში გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ კუთხით საქართველოში მართლაც არასახარბიელო ვითარებაა და ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორი იყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი