ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტი შემცირებულია - ნაციონალური მოძრაობა

14 დეკემბერი 2017, 00:00 2600 ნახვა

2018 წლის ხულოს ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი - განცხადება ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის''თავმჯდომარემ გააკეთა. მისი თქმით,   მიმდინარე წელთან შედარებით, ბიუჯეტი 3 მილიონ 347 ათას 200 ლარით შემცირებულია. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მერია მიმდინარე წლის ბიუჯეტსაც ვერ ითვისებს სრულად.

უწყებაში შენიშნვებს არ იზიარებენ.  საფინანსო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ეტაპობრივად გაიზრდება, რაც შეეხება მიმდინარე წლის აუთვისებელ თანხას, იგი ნაშთის სახით,  2018 წლის ბიუჯეტში გადავა  და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხმარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი