აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მკურნალობა საავადმყოფოში გრძელდება

13 დეკემბერი 2017, 00:00 3032 ნახვა

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვი მკურნალობის კურსს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში აგრძელებს. დედის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სავარაუდოდ კლინიკიდან ორ დღეში გიწერენ.

რუსუდან დოლიძე დახმარებას ითხოვს, მისი თქმით, საცხოვრებელი ნივთებთან ერთად ნანგრევებშია მოყოლილი და სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ წასასვლელი არსად აქვთ. ოჯახის კიდევ ერთი წევრი რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. აფეთქების შედეგად  მეოთხე დაშავებული კი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მკურნალობის ხარჯებს ბათუმის მერია ანაზღაურებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი