პროკურატურის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა

12 დეკემბერი 2017, 00:00 2646 ნახვა

პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები უწყების მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, საერთაშორისო თანამშრომლობის ალტერნატივებს და პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი