მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მილიონობით ლაქტალისის საბავშვო პროდუქციას მოხმარებიდან იღებს. ამის შესახებ ,,ტელეგრაფი", ,,სიენენი", როიტერი" და სხვა გავლენიანი გამოცემები წერენ. ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებულ საბავშვო პროდუქტში დიდი რაოდენობით სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს. ბავშვის პროდუქტების მაგნატი საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებამ გააფრთხილა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში 26 ბავშვი პირველ დეკემბერს ავად გახდა.
ინფექციის 26-ვე შემთხვევა სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებული ,,პიკოტის" პროდუქტის მიღებას უკავშირდება. იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ლაქტალისის პროდუქტის გაყიდვიდან ამოღება უნდა მოხდეს, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, საბერძნეთი, მაროკო, სუდანი, აფრიკა, პერუ, პაკისტანი, ბანგლადეში და ჩინეთი მოხვდნენ. ,,როიტერის" ინფორმაციით, ,,ლაქტალისის" წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 7 ათასამდე ტონა პროდუქცია შესაძლოა ბაქტერიით იყოს დაბინძურებული, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის შეფასებული ბაზარზე არსებული დაბინძურებული პროდუქტის რაოდენობა.
სალმონელას ბაქტერიით გამოწვეული სიმპტომებია მძიმე დიარეა, მუცლის ტკივილი და ღებინება, სისუსტე- რომელიც ფერმის ცხოველის ნაწლავური ბაქტერიისგან არის გამოწვეული- სახიფათოა როგორც ბავშვებში ისე უფროსებში. იწვევს დეჰიდრატაციას. სიმპტომების აღმოჩენისთანავე დროულად მიმართეთ ექიმს. ფრანგულ კომპანია ლაქტალისის ქსელი სხვადასხვა მონაცემით 43-დან 85-მდე ქვეყანაშია.