ჯინჭარაძის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად,დაზუსტებული ინფორმაციით, სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები. აფეთქებამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი, 9 ოჯახს მერია დროებით გაასახლებს.
„მთავარის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს.