გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით

10 დეკემბერი 2017, 00:00 5084 ნახვა

ქობულეთში მცხოვრებ  17 წლის მოზარდს სამართალდამცავები მესამე დღეა ეძებენ. შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  უწყებაში არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ  შეტყობინება  8 დეკემბერს  შევიდა.

ოჯახის წევრების თქმით მოზარდი 7 დეკემბერს სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მე-12 კლასელი იმ დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა და ამის შესახებ სკოლამ ოჯახს აცნობა. ოჯახის ინფორმაციით  არასრულწლოვანი ბოლოს სამი დღის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი