აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს, გამგებლების ინფორმაციით, გუშინ საღამოდან სოფლებში გადაუღებლად თოვს, ცენტრალური გზების გაწმენდა დილიდან მიმდინარეობს, მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტექნიკა სოფლებთან მისასვლელი გზებზეც მუშაობს. ქედაში ერთ-ერთ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშოები სამ საათზე მეტია მიმდინარეობს.