შპს "სტადიონის" სატენდერო კომისიამ სტადიონის მშენებელი კომპანია გამოავლინა, გამარჯვებულად შპს "ანაგი" დასახელდა.
სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს "ანაგმა" 2017 წლის 22 დეკემბრამდე ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია, გარანტიის თანხაში გათვალისწინებული უნდა იქნას სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა.
"განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობა ან/და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა გამოიწვევს შპს „ანაგი“-ს დისკვალიფიკაციას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ატვირთულია სახე4ლმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში,რომლსაც ხელს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ბოლქვაძე აწერს.
სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი (დღგ გარეშე) 101 მილიონ 700 ათასი ლარზე გამოცხადდა, გამარჯვებულმა კომპანიამ 99 მილიონ 448 ათასი ლარის შეთავაზება გააკეთა.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის, შპს "ანაგმა" ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.
დახურული ტენდერი შპს "სტადიონმა" 19 ოქტომბერს გამოცხადდა და 21 ნოემბერს დასრულდა. სტადიონი ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში უნდა აიგოს.