აჭარის საარქივო სამმართველოში პეტერბურგის საარქივო საცავიდან 10 დოკუმენტის ასლი ჩამოიტანეს, რომელშიც საქართველოს, კერძოდ კი აჭარის შესახებ არის ცნობები. ისტორიკოსთა შეფასებებით, 700 გვერდიან დოკუმენტებში ბევრი ისეთი მასალაა დაცული, რომლის შესახებაც მხოლოდ გადმოცემით იყო ცნობილი. კერძოდ, ხულოში ეკლესიის მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის; ბ
ათუმში განათების მოწყობის, საგაზეთო მასალების, ქართველ მუსლიმანთა მოძრაობის და სხვა ინფრომაციების შესახებ. დოკუმენტი მკვლევარებისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი, მომავალი წლიდან იქნება. დოკუმენტების ჩამოტანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელშეწყობით და პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ბადრი კაკაბაძის დაფინანსებით განხორციელდა.