“ჩემი ინგლისური ენის გაკვეთილი“_ასე ქვია კონფერენციას, რომელიც ქობულეთის რესურსცენტრში გაიმართა. შეკრებილებმა “ლეოგრანდის” ტრაგედიისას და თბილისში დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
კონფერენციაზე მასწავლებლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებიც მათ მიერ განსხვავებული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებს ეხებოდა. კონფერენციის მიზანია ინგლისური ენის სწავლების ახალი მეთოდების გაზიარება.