თბილისის 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების ტეირიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. პერიმეტრზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს. ორივე სკოლის დირექოტორს გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი. მათი თქმით, მომხდარის დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 4 დღის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლე დაჭრეს, აქედან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე კი მეორე დღეს გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიების პროცესში ერთი მოსწვალე დააკავეს, ერთი კი მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა. დაკავებულია კიდევ სამი პირი, რომლებსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა წყალტუბოში არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულსაც. სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში 2 დეკემბერს სასაფლაოზე მოხდა.