შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. უწყებები არსებული გამოწვევების დაძლევის მოკლევადიან და გრძელვადიან გზებზე შეთანხმდნენ. გადაწყდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის შეფასება და მისი როლის გაძლიერება.
უწყებები, შეთანხმდნენ, სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზეც.