ბათუმის “დინამო” შესაძლოა მალე გაიყიდოს. 2 წინადადებაა შესული ქალაქის მერიაში. კლუბის გასხვისებას აქტიურად განიხილავს ქალაქის მერი. კლუბმა გუშინ ბოლნისის “სიონს” ფაქტობრივად ადგილი გაუცვალა. ბოლნისელები დაწინაურდნენ, ბათუმური გუნდი კი ეროვნული ლიგიდან გავარდა. ბათუმის “დინამოში” აღარ ითამაშებენენ თემურ შონია, ოთარ მარცვალაძე და გიორგი ქავთარაძე, გავრცელებული ინფრომაციით სხვა ფეხბურთელებიც აპირებენ კლუბის დატოვებას.
ეროვნული ლიგიდან გავარდა ქობულეთის “შუქურაც.” ლიგა 2-ში დაქვეითება დაფინანსების ავტომატურ შემცირებას გულისხმობს. კლუბებს თანხას ბოლო ორი წელია ფეხბურთის განვითარების ფონდი ურიცხავს. წლის პირველი 6 თვის მონაცემებით კლუბებს შორის ყველაზე დიდი თანხა სწორედ ბათუმის “დინამომ“ მიიღო. ამავე კლუბს აქვს ყველაზე მეტი თანხა გათვალისწინებული ჯამურად სახელფასო ფონდისთვის, მიუხედავად ამისა დავალიანების პრობლემა მაინც შეექმნათ. ჩნდება კითხვა პრობლემა დაფინასნების სისტემაშია, თუ მენეჯმენტში? კლუბის დირექტორი ოთარ ფედიჩკინი დაკავებული პოზიციიდან გადადგომას არ აპირებს, იგი კვლავ სპონსორების მოზიდვაზე აკეთებს აქცენტს, ამბობს, რომ სწორედ მისი მოსვლის შემდეგ გადავიდა კლუბი ეროვნულ ლიგაში და ამ შედეგისთვის ისევ იბრძოლებს.