თამარის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები, დაიგება ორშრიანი დეკორატიული ფილები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 17 ქუჩის რეაბილიტაცია.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომავალი წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. ხარჯები 4 მილიონ 484 ათას 44 ლარია.