ხვალიდან დასავლეთ საქართველოში აცივდება, ტემპერატურა 15 გრადუსით დაეცემა.სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერი 5-6 გრადუსამდე გაცივდება.
შემოვა შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, შედეგად ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.