თბილისის #51-ე სკოლის მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, დღეს მოქალაქეთა ჯგუფი , სკოლასთან შეიკრიბება. ისინი მიიტანენ ყვავილებს და აანთებენ სანთლებს, საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა #51-ე საჯარო სკოლამ სადაც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლებს. სავარაუდოდ, დაკავებული და ძებნილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.