დღეს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით ელოდებიან. დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება.
საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.