შსს- ძალადობაზე რეაგირება იქნება უმკაცრესი

02 დეკემბერი 2017, 00:00 2243 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც სამინისტრო თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს-მ გუშინ მომხდარ ფაქტზე უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში