“ უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი გარემო იყოს გარანტირებული”-პრემიერი

02 დეკემბერი 2017, 00:00 2751 ნახვა

თბილისში ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა. “ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი