მძღოლებს, რომლებმაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აიღეს, ახალი წლიდან მოწმობით სარგებლობის ვადა ეწურებათ. მის შეცვლას კი გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ. ამისთვის მათ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ.
მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია. 2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს თარიღისა მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1-ელ სექტემბრამდე.