აგარის სკოლა არჩევნების წინ სამუშაოების დასრულებამდე გაიხსნა

01 დეკემბერი 2017, 00:00 3560 ნახვა

3 წლის განმავლობაში მიმდინარე მშენებლობა და სამჯერ შეცვლილი მშენებელი კომპანია. განათლების სამინისტრომ აგარის სკოლის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, იმის მიუხდავად რომ შენობის მოწყობა დასრულებული არ იყო, განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა სკოლა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახსნა. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ძველი შენობა, ანუ ის, სადაც მოზარდებს 3 წელი ასწავლიდნენ, საფრთხის შემცველი იყო და მოსწავლეების ახალ შენობაში გადაყვანა სწორედ ამ მიზეზით დააჩქარეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი