''ქალთა მიმართ ძალადობის კვირეული''

01 დეკემბერი 2017, 00:00 2962 ნახვა

ოჯახში ძალადობა, მსხვერპლი და მოძალადე- ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. ამ თემაზე სასაუბროდ აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები, ხელვაჩაურში ქალთა ოთახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის სტატისტიკაზე, რომელიც ბოლო წლებში მზარდია. გარდა ამისა აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში ძალადობის მეტი ფაქტი ვლინდება, ვიდრე დიდ ქალაქებში. ამის სავარაუდოდო ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მენტალურ პრობლემებს ასახელებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი