ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს. კონფერენციას სახელწოდებით “თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე” 4 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები მეზობელი ქვეყნებიდანაც. კონფერენცია ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.