სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. პროკურატურა მომხდარი ფაქტის ირგვლივ შეგროვებული მტკიცებულებების კვლევას იწყებს.
24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 დაღუპული გუშინ დაკრძალეს. ტრაგედიის ადგილას მოქალაქეებს ყვავილები კვლავ მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.