ვანო მერაბიშვილის საქმე - სტრასბურგის გადაწყვეტილება

28 ნოემბერი 2017, 00:00 2837 ნახვა

ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ანუ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადამწყვეტი აღმოჩნდა დიდი პალატის ერთ-ერთი მოსამართლის ხმა. 9 8-ის წინააღმდეგ – დარღვეულია მე-18 მუხლი, საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით არ დგინდება, რომ მისი დაკავება და პატიმრობაში ყოფნა პოლიტიკიდან ჩამოშორების მოტივით განხორციელდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მხოლოდ კომპენსაციის გადახდას აკისრებს და არ გულისხმობს მის გათავისუფლებას. უფრო დეტალურად, რა ნაწილში მოიგო პროცესი ყოფილმა მაღალჩინოსანმა და რა ნაწილში არ დააკმაყოფილეს მისი სარჩელი, ასევე რატომ ამტკიცებს დაცვის მხარე რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი