სამძიმრის წერილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო

28 ნოემბერი 2017, 00:00 2305 ნახვა

ბათუმში სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელი პირებისგან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან მიიღო.

ზურაბ პატარაძეს სამძიმარს უცხადებენ ქვედა სილეზიის სავოევოდოს მარშალი, ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის რეგიონების გუბერნატორები, სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის გუბერნატორი, ასევე ლატვიისა და ბელარუსის დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელი პირები და ყაზახეთის მთავრობა. დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმარს უცხადებენ ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყანას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი