ბათუმში ქართველ მებრძოლთა სახელობის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაიგება ახალი ფილები, მოეწყობა დეკორატიული ღობე, დაირგვება ხე მცენარეები და გაიწმინდება ტერიტორია. სამუშაოებს ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.