დღეიდან მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვის ლოცვა ეკლესიებში წუხელ შეასრულეს, დღეს კი წირვაზე სასულიერო წინამძღვარებმა მრევლს მარხვის დაცვისკენ მოუწოდეს.
ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.