სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. ხუთი გარდაცვლილი ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი გადაიხდის. გარდაცვლილებს ტაძრიდან 15 საათზე გამოასვენებენ.