თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაადასტურეს. ამასთან, ლიკვიდირებულ პირებს შორის, კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ტეორიზმთან დაკავშირებული მუხლებით მიმდინარეობს.
სპეცოპერაცია ისანში 20 საათი მიმდინარეობდა. შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, დაშავდა 4 სამართალდამცველი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ქართულ მხარეს დახმარება ამერიკულმა მხარემ თავად შესთავაზა. იან კელიმ განაცხადა, რომ ამ საქმის ერთობლივად გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან იგი საერთაშორისო ტერორიზმს ეხება. მისი თქმით, გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთნენ.